3D

სიახლეები

Post with Slider

კომპანია "ლისი დეველოპმენტი" კიდევ ორი ჯილდოს მფლობელი გახდა International Property Awards-ზე

უკვე რამოდენიმე წელია რაც კომპანია ლისი დეველოპმენტი მონაწილეობს საერთაშორისო დაჯილდოვებაზე International Property Awards. კომპანიამ 2016 წლის ცერემონიაზე მიიღო ჯილდო ორ ნომინაციაში: Highly commended - Mixed use Development Georgia, და Highly commended - Residential Development Georgia Lisi Tower. International Property Awards უკვე 20 წელია რაც არსებობს და დღეისათვის ერთ-ერთი წამყვანი კონკურსია უძრავი ქონების ინდუსტრიაში. კონკურსზე წარდგენილ პროექტებს აფასებენ მსოფლიოში ცნობილი ექსპერტები უძრავი ქონების ყველა სფეროდან. წელს პროექტების შერჩევის პროცესში ჩართული იყო 70-ზე მეტი ექსპერტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. სწორედ მაღალკვალიფიციური ექსპერტების შეფასების შედეგად "ლისი დეველოპმენტი" აღიარებული იქნა საუკეთესო საცხოვრებელ კომპლექსად საქართველოში.