3D

სიახლეები

Post with Slider

კომპანია "ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ს ორი ჯილდო მოიპოვა

კომპანია "ლისი დეველოპმენტმა" უძრავი ქონების ინდუსტრიაში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების International Property Awards-ს ორი ჯილდო მოიპოვა ნომინაციებში: "საუკეთესო მრავალერთეულიანი დეველოპმენტი საქართველოში" და "საუკეთესო საცხოვრებელი დეველოპმენტი საქართველოში". 

"ლისი დეველოპმენტი" უკვე ზედიზედ მეოთხე წელია ამ პრესტიჟული ცერემონიის ლაურეატი ხდება. ჯამში კომპანიას კომპანიას საერთაშორისო უძრავი ქონების კონკურსის უკვე 6 ჯილდო აქვს. International Property Awards უკვე 20 წელია რაც არსებობს და დღეისათვის ერთ-ერთი წამყვანი კონკურსია უძრავი ქონების ინდუსტრიაში. კონკურსზე წარდგენილ პროექტებს აფასებენ მსოფლიოში ცნობილი ექსპერტები უძრავი ქონების ყველა სფეროდან. წელს პროექტების შერჩევის პროცესში ჩართული იყო 70-ზე მეტი ექსპერტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. სწორედ მაღალკვალიფიციური ექსპერტების შეფასების შედეგად "ლისი დეველოპმენტი" აღიარებული იქნა საუკეთესო საცხოვრებელ კომპლექსად საქართველოში.